მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"შეუძლებელია, ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს.
როგორც ადამიანი, შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი ცოტა ხნის წინ, კლინიკაში გარდაიცვალა.