მწუხარებას გამოვთქვამ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც შეძრა ჩვენი ქვეყანა - თორნიკე რიჟვაძე

13 ოქტომბერი 2022, 16:48 642 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს თანადგომას უცხადებს. 

"მწუხარებას გამოვთქვამ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც შეძრა ჩვენი ქვეყანა. ვიზიარებ მოზარდის ოჯახის, ახლობლების, ჩვენი საზოგადოების წარმოუდგენელ მწუხარებას", - წერს თორნიკე რიჟვაძე.

შეგახსენებთ რომ  ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი 13 წლის გოგონა, რომელსაც დენმა დაარტყა, ცოტა ხნის წინ კლინიკაში გარდაიცვალა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი