ვაკის პარკში დაშავებული მეორე ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება-ექიმი

13 ოქტომბერი 2022, 16:18 517 ნახვა

„ამ წუთისთვის, სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოპიტალსის“ წარმომადგენელმა, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ცაბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, ბავშვს სხვადასხვა კვლევა უტარდება.

„ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევები და ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით და მზად ვართ, ამ გართულებებთან ბრძოლისთვის. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ხელოვნურ სუნთქვაზე, გონება დაბინდულია. იყო ელექტროტრამვა, იყო შოკი, მიიყვანეს ხეჩინაშვილში, მოხდა ინტუბაცია და შემდეგ მოხვდა ჩვენთან გადმოყვანა.

ბავშვი იმყოფება რეანიმაციის ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მოსალოდნელი გართულებები შეიძლება მოხდეს სულ მცირე 72 საათი“, – განაცხადა ექიმმა.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი