რუსი სამხედროები კიევის ოლქის ერთ-ერთ თემს - „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით თავს დაესხნენ, - ამის შესახებ კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმღვანელი ოლექსი კულება „ტელეგრამზე“ წერს. მან მოსახლეობას განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
მიკოლაივში განხორციელებული დაბომბვის შედეგად კი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა, - ამის შესახებ მიკოლაივის მერმა „ტელეგრამზე“ დაწერა. მისივე ინფორმაციით, სახლის ბოლო ორი სართული მთლიანად დაინგრა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
პარალელურად უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხუთი კა-52 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი, 17 „კამიკაძე-დრონი“ და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.