რუსი ოკუპანტების მიერ, მიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 11 წლის ბავშვის ამოყვანა შეძლეს, კიდევ შვიდ ადამიანს ეძებენ- ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის სამხედრო - საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიმის განცხადებით, რუსეთის ძალებმა „ეს-300“-დან სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს.
"ცნობილია, რომ დაბომბილია არაერთი სამოქალაქო ობიექტი. კერძოდ, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. შედეგად, ზედა ორი სართული სრულად დაინგრა, დანარჩენი - ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. დაშავებულია ორი ადამიანი, დაჭრილებს შორის 11 წლის ბიჭია, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს“- აცხადებს ვიტალი კიმი.