რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 7 მოქალაქე დაიღუპა, 13 კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 12 ოქტომბერს რუსებმა დონეცკის რეგიონში - ავდიივკაში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, თავდასხმის შედეგად კიდევ 13 ადამიანი დაშავდა", - წერს პაველ კირილენკო
მისივე თქმით, ლიმანში რუსების მიერ ოკუპაციის დროს მოკლული კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს.
კირილენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.