ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ''ნაპოლიმ'' საკუთარ მოედანზე ამსტერდამის ''აიაქსი'' მიიღო და 4-2 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ანგარიში სწრაფად მე-4 წუთზე ჟელინსკის გადაცემის შემდეგ ლოსანომ გაიტანა და ''ნაპოლი'' წინ გავიდა.
მე-16 წუთზე ხვიჩა კავარცხელიამ ბურთი რასპადორის დაუგორა , ამ უკანასკნელმა კი ამსტერდამალებს მეორე გოლი გაუტანა და პირველი ტაიმი 2-0 დასრულდა.
49-ე წუთზე ბასის გადაცემით კლაასენმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა.
61-ე წუთზე ''აიაქსის '' კარში პენალტი დაინიშნა ,რომლის რეალიზებაც კვარაცხელიამ მოახერხა და ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა.
83-ე წუთზე ბერგუანისმა პენალტიდან სხვაობა ისევ მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა 7 წუთში ბლინდს ოსიმენმა ბურთი მოპარა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4-2 დააფიქსირა.
ჩემპიონთა ლიგამ ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ამ გამარჯვების შემდეგ ''ნაპოლი'' 12 ქულით პირველ ადგილზეა და 2 ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელიას კი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 4 შეხვედრაში 2 გოლი, 3 საგოლე გადაცემა და 1 მოპოვებული პენალტი აქვს.
16 ოქტომებერს ლუჩანო სპალეტის გუნდი შინ ''ბოლონიას'' ეთამაშება.