დღეს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გავსლზე შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
პირველი ტურის შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების ახლამა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ეროვნულ გუნდში 11 ლეგიონერი გამოიძახა.
შვეიცარიასთან თამაში ბერნის "Mobiliar Arena"-ზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ევრო 2024 10-დან 28 იანვრის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.