პოლონეთში ნავთობსადენ ''დრუჟბას'' ერთ-ერთ ხაზზე გაჟონვა დაფიქსირდა. ამ ნავთობსადენით რუსეთიდან ნედლი ნავთობი ევროპას მიეწოდება. დაზიანება ნავთობსადენის პოლონურმა ოპერატორმა პერნმა დაადასტურა.
კომპანიის განცხადებით, გაჟონვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაზიანება პოლონეთის ქალაქ პლოცკიდან 70 კმ-ის მოშორებით მდებარე მილსადენის მონაკვეთზე აღმოაჩინეს.
ნავთობსადენის მეორე ხაზი შეუფერხებლად მუშაობს. გასულ თვეში გაჟონვა დაფიქსირდა ჩრდილოეთის ''ნაკადი 1'' და ჩრდილოეთის ''ნაკადი 2''-ის მილსადენებში. დაიწყო გამოძიება.
შვედეთში გამოძიებამ მილსადენების დაზიანების მიზეზად აფეთქებები დაასახელა. კრემლი უარყოფს რაიმე მონაწილეობას ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებებში.