წალენჯიხის მერის განცხადებით, პირადი ავტომობილი დაუწვეს - ფაქტზე გამოიძიება დაიწყო

12 ოქტომბერი 2022, 10:49 430 ნახვა

წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით, მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. მომხდარზე გამოიძიება დაიწყო. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, მანქანის აალება გიორგი ხარჩილავას შვილმა შენიშნა, რის შემდეგაც გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი