ხობის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ადიდდა მდინარეები და ღელეები, Რის შედეგადაც ქალაქ ხობში და რამდენიმე სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულებზე.
დატბორილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის მეოთხე კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.