ინკლუზიური განათლების ცენტრი მახინჯაურის საჯარო სკოლაში

10 ოქტომბერი 2022, 18:25 1299 ნახვა

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებათა ცენტრი გაიხსნა. დღესვე გაეროს ბავშვთა ფონდმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედ ბავშვის უფლებათა ცენტრთან ერთად დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლას ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა, რომელიც სკოლამ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით  უნდა გამოიყენოს. „უნივერსიტეტების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ -აღნიშნულ  გაეროს ბავშვთა ფონდის  პროექტში რვა სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული. პროგრამის მთავარი მიზანი რეგიონში კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო და სასწავლო ცენტრის შექმნაა. მახინჯაურის საჯარო სკოლის ბავშვთა უფლებათა   ცენტრში  ბავშვთა უფლებებზე   მოეწყობა სხვადასხვა ტრენინგი და დისკუსია, ასევე ჩატარდება  სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებისა  მოსწვალეებისათვის. ცენტრის ფარგლებში შემუშვდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში