შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას - პრეზიდენტი

10 ოქტომბერი 2022, 13:31 620 ნახვა

შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას.

"შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კიევის ცენტრში, დღეს დილით, რამდენიმე აფეთქება მოხდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი