რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟინმა განაცხადა.
„დილით აგრესორმა 75 რაკეტა ისროლა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ მათგან 41 გაანეიტრალა. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს თანამოქალაქეების დასაცავად. მტრის შეტევა გრძელდება. ყველას მოვუწოდებ, დარჩეს თავშესაფრებში!“- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.