"მესამე გოლი კვარაცხელიას დამსახურებაა, ეს საქციელი დაუფასდება" - ლუჩანო სპალეტი

10 ოქტომბერი 2022, 00:11 1737 ნახვა

"კრემონეზესთან" 1-4 გამარჯვების შემდეგ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა. იტალიელის განცხადებით, მესამე გოლის ეპიზოდში კვარაცხელიას საქციელი მოეწონა და ეს ქართველს დაუფასდება.

"კვარას მთელი მატჩის განმავლობაში ხელებით ეხებოდნენ და მითხრა, რომ მის წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს ისეთი რამ, რაც არ შეიძლება. მესამე გოლი კვარას დამსახურებაა, მისია. გოლის ავტორი ლოზანო გახდა, მაგრამ კვარას უნდა ჩავუწეროთ, რადგან ალბათ, ახლა მიხვდება, რომ ესეც ზუსტად ისეთი გოლია, როცა თვითონ იტანს. ლოზანოზე ეს საქციელი მას აუცილებლად უკან დაუბრუნდება, ჩვენ ამას არ დავივიწყებთ“, - თქვა სპალეტიმ.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 9 მატჩში 5 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე (3 მატჩში) მის ანგარიშზე კი 1 გოლი, 2 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტია.

"ნაპოლის" ამ სეზონში 12 მატჩი, 10 მოგება და 2 ფრე აქვს. საერთო ჯამში კი 23 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია. ნეაპოლელებს წინ „აიაქსთან“ და მერე „ბოლონიასთან“ საშინაო მატჩები ელოდებათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი