ღვინის დღეები ბათუმში

09 ოქტომბერი 2022, 17:38 1049 ნახვა

ბათუმის ძველი ბულვარი ‘’ღვინის დღეების’’ ფესტივალს მასპინძლობს. სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია აქვთ წარმოდგენილი. ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია ფესტივალის სტუმრებისთვის უფასოა. სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო საქართველოს ყველა  კუთხიდანაა წარმოდგენილი. ფესტივალის შემადგენელია მუსიკალური ნაწილიც. ბენდები  სტუმრების განწყობის ასამაღლებლად უკრავენ.

ღვინის ფესტივალის პარალელურად ბულვარში კოლონადასთან საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. ფესტივალზე ჩატარდა აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერ-კლასი, ასევე წარიმართა ჭაჭისა და ჩურჩხელის დამზადების პროცედურა.

ფესტივალი დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაგრძელდება. მიზანი, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორთათვის ქართული ღვინის ტრადიციების, წარმოების, მიღწეული შედეგების და სამომავლო პერსპექტივის გაცნობაა. 

ერთ-ერთი ეპიცენტრი  კახეთის რეგიონია, სადაც ფესტივალისთვის განსაკუთრებული სამზადისი იყო. ღონისძიებას კახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი