„დუმილის ქარაგმები“ - წიგნის პრეზენტაცია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში შედგა. წიგნის ავტორი ახალგაზრდა პოეტი ნიკოლოზ ფუტკარაძეა, რომელიც ნაშრომზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა.
საღამოზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დარგის სინთეზი, ღონისძიებას პოეტები, მწერლები და ნიკოლოზ ფუტკარაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის პარალელურად დღესვე მხატვარ იოსებ ჯორბენაძის ნახატების გამოფენა გაიმართა.