ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს

09 ოქტომბერი 2022, 14:03 828 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ოქტომბერს, თბილისში, მირიან მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომლის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი