ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონია

09 ოქტომბერი 2022, 17:32 783 ნახვა

უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ დაპირისპირებაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი  ბელგიელი  მატიას კასე დაამარცხა.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის ხვალინდელ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაიცავენ ოლიმპიადის გამარჯვებული, ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში