კანონმდებლები ლომბარდებზე რეგულაციების დაწესებას ითხოვენ

14 მაისი 2016, 00:00 3352 ნახვა

საქართველოში მომრავლებული ლომბარდები, რომლებიც მომხმარებელზე სესხებს, უძრავი ქონების გარანტიით, მაღალი პროცენტით გასცემენ. ექსპერტების მოსაზრებით, საქართველოში კერძო ლომბარდების ნაწილის საქმიანობა რეგულირების სფეროდან ამოვარდნილია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში მცხოვრები ყოველი მეოთხე მოქალაქე ლომბარდს არის მიჯაჭვული.

ლომბარდების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას დიდი რისკი ახლავს, რომელსაც მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ. სწორედ ამიტომ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კერძო ლომბარდების საქმიანობაზე რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში