ბათუმში ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ინციდენტს დაზარალებული ჰყავს. მე-12 კლასელი დედის ინფორმაციით, 20-ზე მეტმა მოზარდმა სცემა. ინციდენტი თავდაპირველად ტელეფონის სამუხტს მოჰყვა, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტოში გვეუბნებიან რომ არავინ დაუკავებიათ. რა იწვევს აგრესიას მოზარდებში, რა როლი აქვს ამ დროს სასკოლო საზოგადოებას და რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს სკოლაში ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ამ კითხვებზე პასუხს რეპორტაჟში ნახავთ.