პირველი სკოლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

15 მაისი 2019, 15:08 8225 ნახვა

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნატალია მგელაძე სოციალურ ქსელში მის მიმართ გავრცელებულ მუქარასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე საუბრობს. მისი თქმით, აჟიოტაჟი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი, მისი თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი სკოლის მოსწავლეების აზარტულ თამაშებში ჩათრევას ცდილობდა. დირექტორმა მანდატურებთან ერთად სიტუაციაში გარკვევა სცადა და ადგილზე პოლიციაც გამოიძახა.

ამასთან ერთად კაცის ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა, რაც მალევე აიღო. როგორც დირექტორი ამბობს, ვიდეოთვალის გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ ახალგაზრდა კაცი სკოლაში ადრეც ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს რომ ფაქტზე მოკვლევაა დაწყებული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში