მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია, ის ვერ დგება და სხვადასხვა დაავადება აწუხებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ხერხემლის პრობლემაა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა განაცხადეს. ადვოკატებმა ყოფილი პრეზიდენტი დღეს კლინიკა "ვივამედში" მოინახულეს. ამის საპასუხოდ უმრავლესობაში კვლავ აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ექიმების გადასაწყვეტია, საჭიროებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას. ცნობისთვის, უკრაინის სასამართლომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს, როგორც დაზარალებული.