არასდროს ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმს და უკანონო ანექსიას - შარლ მიშელი

07 ოქტომბერი 2022, 16:45 533 ნახვა

არასდროს ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმს და უკანონო ანექსიას, მნიშვნელოვანია ვიყოთ ძალიან მტკიცე, რათა დავგმოთ რუსული აგრესია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

შარლ მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ენერგეტიკული კრიზისი აღმოიფხვრას.

"ჩვენ ერთიანები ვრჩებით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. ფინანსურ, პოლიტიკურ და სამხედრო თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია ვიყოთ ძალიან მტკიცე, რათა დავგმოთ რუსული აგრესია. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ, ყალბ რეფერენდუმს და უკანონო ანექსიას. ახლა ამ ეტაპისთვის ენერგეტიკული კრიზისი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამიტომაც საჭიროა სწორი ნაბიჯების განსაზღვრა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება შესაძლოა ნიდერლანდებში მივიღოთ. საკითხი იქნება იმაზე, როგორ შეიძლება დამოკიდებულების შემცირება, ამისთვის ჩვენ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით," - აღნიშნა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. 

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს პუტინმა კრემლში ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების შესახებ. რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს ხალხის არჩევანია, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმების შედეგად გამოვლინდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი