უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ორ კვირაში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან - უკრაინის გენშტაბი

07 ოქტომბერი 2022, 10:13 608 ნახვა

ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ხერსონში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან​​. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, 21 სექტემბრიდან უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხარკოვის და დონეცკის მიმართულებით შეტევის შედეგად გათავისუფლდა 39 დასახლება, ხოლო პირველი ოქტომბრიდან დღემდე ხერსონის ოლქში დამატებით 29 პუნქტი.

გენშტაბის ინფორმაციით, შენარჩუნებულია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული საავიაციო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხეც. ზაპოროჟიეში 6 ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. კიდევ 5 უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მათივე განცხადებით, უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი კვლავაც განაგრძობს ბრძოლის ველზე ირანული წარმოების დრონების გამოყენებას, თუმცა მათი 60%-ის გაუვნებელყოფა მოხერხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი