უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების წინსვლა გრძელდება.
გარდა ამისა, დონეცკის ოლქში რუსების ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში სამოქალაქო პირების 50-ზე მეტი სამარხი აღმოაჩინეს. იდენტიფიცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.