მასწავლებელთა პროფესიული დღე

05 ოქტომბერი 2022, 17:28 964 ნახვა

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარაში 70 პედაგოგს სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს.  დაჯილდოვებულთა სიაში ის მასწავლებლები მოხვდნენ, რომლებიც განათლების მინისტრის თქმით, აქტიურად მონაწილეობენ როგორც სასკოლო, ასევე არაფორმალურ განათლებაში.

ასევე,  ჩართული არიან საგანმანათლებლო კონფერენციებში და აღზარდეს წარმატებული მოსწავლეები. 

პედაგოგების შეფასებით, მსგავსი მხარდაჭერა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც მასწავლებლისთვის წამახალისებელია და სამომავლოდ  განათლების ხარისხზეც აისახება.

დაჯილდოვების ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა  ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.   5 ოქტომბერს მასწავლებელთა დღე 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში