მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაიდო

04 ოქტომბერი 2022, 17:46 455 ნახვა

კლინიკა „ვივამედში“ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი  19 ოქტომბრამდე გადაიდო.

საქმის პროკურორის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა თავად განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე, თუმცა  სააკაშვილის პოზიციის მიუხედავად, შემდეგ სხდომაზე მას კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, რომ სასამართლოს ჩვენება მისცეს.დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ პროცესი არის პოლიტიზებული და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესის გაშუქება მოხდეს, აქვე აღნიშნავენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობს შესამოწმებლად შესულია ამერიკელი ნერვოლოგი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში