ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

04 ოქტომბერი 2022, 16:35 691 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მონაცემებს აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 189 პაციენტი, გარდაიცვალა 20 ადამიანი.

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 9.30%, ბოლო 14 დღის - 10.64%.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ჯამში დადასტურებულია ინფიცირების 1 764 350 შემთხვევა, მათგან 1 738 337 გამოჯანმრთელდა, 16 902 კი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი