საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდება.
გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ კლინიკიდან მიიღეს ცნობა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს სისუსტე კვლავ აღენიშნება, თუმცა, მედიკოსები რეკომენდაციას გასცემენ, რომ მათი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილ პრეზიდენტს ჩვენების მიცემა შეუძლია.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მიხეილ სააკშვილის საქმის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. დღეს სასამართლოს ჩვენებას მიხეილ სააკაშვილი მისცემს.