ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ბათუმში

04 ოქტომბერი 2022, 11:15 532 ნახვა

ხვალიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში, ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება. ფესიტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მწერლები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის პროგრამის მიხედვით 4 დღის განმავლობაში დაგეგმილია პოეტური საღამოები, დისკუსიების, წიგნების წარდგენები.

ოდესის ფესტივალის გამართვა ბათუმში, უკრაინაში არსებულმა საომარმა მოქმედებებმა განაპირობა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ ღონისძიებით კიდევ ერთი, მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ ქალაქს შორის, უკრაინასა და საქართველოს შორის.

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის პრესკონფერენცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი