რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, დაამტკიცა კანონები უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიის შესახებ.
პუტინის კანონპროექტისა და საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა არცერთ დეპუტატს არ მიუცია.
30 სექტემბერს პუტინმა კრემლში ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების შესახებ. მან თქვა, რომ რუსეთს "ოთხი ახალი რეგიონი აქვს". ოკუპანტი ქვეყანა ამტკიცებს, რომ ეს ხალხის არჩევანია, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმებზე გამოვლინდა.
ხვალ, უკრაინის ოკუპირებული ოლქების რუსეთის ფედერაციაში შეყვანა უნდა დაამტკიცოს რუსეთის საკნონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ.