ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე G2 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრმა ნიკა ღოღობერიძემ კადეტებში ოქროს მედალი მოიპოვა.
ბათუმელმა სპორტსმენმა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა ბრძოლა მოიგო და კვარცხლბეგის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
დღეს დიდებში 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ბათუმელი ზურა კინწურაშვილი იასპარეზებს.