აჭარის მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი

30 სექტემბერი 2022, 18:01 852 ნახვა

​საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი მრჩევლებმა ჯერჯერობით ვერ აირჩიეს. მეორე ტურში ნათია თავდგირიძე გადავიდა. ოთხი კანდიდატიდან მრჩევლებმა 1 ხმა ნათია თავდგირიძეს მისცეს. 3 ბიულეტენი გაბათილდა, 1 კი თავისუფალი ბიულეტენი იყო.

დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭიროა.

მოქმედმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ  თავისი კანდიდატურა რამდენიმე საათს წინ მოხსნა.  

პროცედურების მიხედვით, როდესაც მრჩევლები კანდიდატს ვერ ირჩევენ მომდევნო სამ დღეში კონკურსი თავიდან გამოცხადდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი