საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მომავალი’’ გოგინაურ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. ორგანიზაციის დამფუძნებლის განმარტებით, იგი ხეობის მოსახლეობას უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძესთან ერთად შეხვდა და აცხადებს, რომ ადგილობრივები ჰესის მშენებლობის დაწყებას ეწინააღმდეგებიან.
ზაურ გოგიტიძის თქმით, გოგონაურჰესის პროექტზე მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ კი პერიოდულად პროექტის მოცულობა იზრდებოდა. მისივე რწმუნებით, ადგილი სადაც ჰესის მშნებლობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, წითელი ზონაა.
ტერიტორიაზე მდებარე 4 უნიკალური ჩანჩქერი კი შპს ,,ალტერ ენერ ჯი’’-ს პროექტის განხორციელების შედეგად განადგურდება. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძემ პროექტის მენეჯერს დეტალური საინჟინრო ეკოლოგიური დასკვნის დადების მოთხოვნით მიმართა.
საპასუხო კომენტარი მშენებელი კომპანიის მენეჯერმა გააკეთა. გიორგი კონგრატიევი აცხადებს, რომ მშენებლობის საწყისი ეტაპი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე დაიწყო.
უფრო მეტიც, იგი ირწმუნება, რომ მოსახლეობის კეთილი ნება არსებობს და პროექტის მიხედვით, ადგილობრივების ხეობიდან გასახლება არ არის აუცილებელი.