ბერდია ინწკირველის სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის დრამატულ თეატრში

27 სექტემბერი 2022, 14:07 621 ნახვა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, აჭარის დამსახურებულ არტისტს ბერდია ინწკირველს  დღეს დაკრძალავენ. 

მსახიობს ბათუმის დრამატული თეატრიდან  გაასვენებენ. იქედან,   სადაც  მაყურებლისთვის საყვარელი და დასამახსოვრებელი  არაერთი სცენური სახე შექმნა.  რომელთა შორისაა: პიპიჩა, დვალი, მაქსიმა, უსანთე, ინკვიზიტორი, დაზმირი და სხვა.  ასევე გადაღებულია სერიალებში და სხვა ფილმებშიც: „მიზანი“; „ლეონარდო“; „მერცხლები ბეღურები“; „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“; „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“; „ბათა ქექია“; „ებრაკალაბრა“; „წინამორბედი“; „მაისის თოვლი“; „იქ-ჩემთან“; „ღამის ცეკვა“ და სხვა. ბერდია ინწკირველი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში