კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
"მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დროისთვის, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ვრცელდება ხმები, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს.