საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის არჩევის საკითხი უმაღლესი საბჭოს დღის წესრიგში საგაზაფხულო სესიამდე არ დადგება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ერთი წევრით ნაკლები მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში პრობელმას ვერ ხედავს, თუმცა დავით გაბაიძე განმარტავს, რომ რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანო ყველაფერს გააკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელშესაწყობად. დავით გაბაიძე კანონში არსებულ, ხარვეზებზეც მიუთითებს და მის გადახედვას გეგმავს.