იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის პორტფელი პირველად შეიძლება ქალმა ჩაიბაროს  

26 სექტემბერი 2022, 11:12 581 ნახვა

იტალიის არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა ლიდერმა ჯორჯია მელონიმ გაიმარჯვა. იგი ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

ვარაუდობენ, რომ  მელონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის ყველაზე მემარჯვენე მთავრობას ჩამოაყალიბებს. მისი  კოალიციური პარტნიორები მატეო სალვინის პარტია „ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის პარტია „წინ იტალია“ არიან.

ჯორჯია მელონის პარტიას „იტალიის ძმები“ უბნებზე მისული ამომრჩევლების 26%-მა დაუჭირა მხარი და ამ შედეგებით პირველ ადგილზეა. 

ეგზიტპოლის თანახმად, კონსერვატიული პარტიების ბლოკმა, რომელიც პარტია „იტალიის ძმების“ გარდა მატეო სალვინის პარტია „ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის პარტია „წინ იტალიასაც“ აერთიანებს, ხმების 41-45% მოიპოვა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტის ორივე პალატა გააკონტროლოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი