ლიტერატურული ზეიმი მაღალმთიან აჭარაში. დღეს მაგალითად პოეტები, გამომცემლები და მწერლები სოფელ ტომაშეთში მეცნიერ ტარიელ ფუტკარაძის სახლმუზეუმთან შეიკრიბნენ.
გაიმართა საჯარო ლექციები და პოეზიის მარათონი.
ფესტივალი 10 წელია მაღალმთიან აჭარაში სხვადასხვა ლოკაციაზე ლიტერატურაში მოღვაწე ადამიანებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ახვედრებს. იგი ხვალ საზეიმოდ დაიხურება