მობილიზაცია რუსეთში – რიგები საზღვრებთან

24 სექტემბერი 2022, 11:00 583 ნახვა

რუსეთის ხელისუფლება განიცდის "სერიოზულ და სისტემურ პრობლემებს".-დასკვნას ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი აკეთებს. მათი ცნობით, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისები მობილიზების ფარგლებში, იწვევენ კაცებს, რომელთაგან ზოგიერთი არ აკმაყოფილებს კრემლის მიერ ოფიციალურად გაცხადებულ კრიტერიუმებს.

ასევე, სამხედრო გაწვევა მიუვიდათ, სტუდენტებს, ხანდაზმულ ადამიანებს და სამხედრო ინდუსტრიის მუშებს. 

სააგენტოს დასკვნაში წერია, რომ წარუმატებელი ომის დროს მობილიზაციის პირველ დღეებში დაშვებული შეცდომები სამობილიზაციო ინფრასტრუქტურის მოუმზადებლობაზე მეტყველებს. 

მათივე ინფორმაციით, წარუმატებელმა სამობილიზაციო კამპანიამ შეიძლება, გამოიწვიოს უკმაყოფილების შემდგომი ზრდა. მათ შორის, უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის მომხრეების მხრიდანაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი