ომის 212-ე დღე უკრაინაში. ოკუპანტების მიერ განხორციელებული იერიშისას განადგურდა რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქში კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა რუსულ აგრესიას. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში კი ამ დროისთვის შეუძლებელია.
უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 27 საჰაერო იერიში განახორციელა.
რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში 391 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 771 კი დაშავდა.