71 ადამიანი დაიღუპა სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად. 20 გადარჩენილი ქალაქ ტარტუსის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნავში 120-დან 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
არსებული ცნობებით, ნავი ევროპის მიმართულებით მიცურავდა.