აჭარის მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას 5 კანდიდატი გააგრძელებს 

23 სექტემბერი 2022, 15:07 1191 ნახვა

ვლადიმერ ტატიშვილი, ლაშა მიქაძე და ირინა ფუტკარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს გამოეთიშნენ. 

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მხარი ღია კონკურსში მონაწილე მხოლოდ 5 კანდიდატს დაუჭირეს. ესენი არიან:  აკაკი ბერიძე, ნათია თავდგირიძე, ირაკლი გიორგაძე, დავით ჩხარტიშვილი და გიორგი კოხრეიძე.

როგორც მრჩეველთა საბჭოს იურისტი განმარტავს, მონაწილეთა ნაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტია არ იყო სრულყოფილი, შესაბამისად მრჩევლების უმრავლესობის ნაწილმა მათ მხარი არ დაუჭირა.

დღესვე გახდება ცნობილი, თუ როდის ჩაინიშნება უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატებთან გასაუბრება. ამის შემდეგ კი მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა მაუწყებლის დირექტორს აირჩევს. 

ახალი დირექტორის ასარჩევად მრჩეველთა საბჭოს დრო 1 ოქტომბრამდე აქვს. თუმცა უცნობია ამ ვადას საბჭო გამოიყენებს თუ უფრო ადრე გახდება გამარჯვებული კონკურსანტის ვინაობა.

მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით ირჩევა და ოფიციალურად საქმიანობას  22 ნოემბრიდან შეუდგება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი