ავტომობილების განსაკუთრებული სიმრავლეა რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საზღვართან მოძრაობა განსაკუთრებით ღამის საათებში გაიზარდა.
ჩეხეთი, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამოცხადებული მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, ჰუმანიტარულ ვიზებს არ გასცემენ.
ევროკომისიაში კი განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლა-არშესვლის საკითხს ყველა სახელმწიფო დამოუკიდებლად გადაწყვეტს. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა გერმანიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და შესაბამისად, თავს დიდ საფრთხეში იგდებს, შეუძლია გერმანიას თავშესაფრის მისაღებად მიმართოს.