ბათუმის კინოს საერთაშორისო ფესტივალი მე-3 დღეა მიმდინარეობს. ძირითადი ნაწილი კინოთეატრ აპოლოშია. ღია კინო ჩვენებები კი ევროპის მოედანზე იმართება.
კინოთეატრში დღეს უკვე უჩვენეს პოლონელი რეჟისორების ფილმი ,,კაზუს ბელი’’. სცენარი აგვისტოსა და უკრაინის ომის თემატიკის მიხედვით ვითარდება.
დღესვე დაგეგმილია საკონკურსო სექციიდან ჰილალ ბაიდაროვის ფილმის ჩვენება, ასევე ორი დოკუმენტური ფილმის ნახვა შეუძლიათ კინო მოყვარულებს.
საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მე-17-დ ტარდება, 25 სექტემბერს დასრულდება.