საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობას სულ 8 მსურველი მიიღებს. კონკურსისთვის განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა.
დირექტორობის მსურველები არიან:
სამი დღის შემდეგ, დირექტორობის მსურველები კანდიდატებად დარეგისტრირდებიან, მრჩეველთა საბჭო კი მათგან დირექტორს ერთი კვირის ვადაში შეარჩევს. თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.
მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით ირჩევა და ოფიციალურად საქმიანობას 22 ნოემბრიდან შეუდგება.