„ბიბისის" რუსული სამსახურის ცნობით რუსეთის ზოგიერთ ქალაქში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ
გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი წერს, რომ აქციები მცირერიცხოვანია.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დაარბია დემონსტრანტები ირკუტსკში, ულან-უდეში და ხაბაროვსკში. ირკუტსკში, ცენტრალურ მოედანზე მიტინგზე 60-მდე ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს ტომსკში. სპეცრაზმია მობილიზებულია ნოვოსიბირკსში.
რუსეთში მომუშავე უფლებადამცველთა მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 16,5 ათასი ადამიანი დააკავეს.