გალიფ ოზთურქის საქმე - წინა სასამართლო სხდომა

21 სექტემბერი 2022, 14:38 1135 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. თავად ბრალდებული სხდომას დისტანციურად ესწრება. მოსამართლემ ბრალდებულს ბრალის არსი და უფლებები გააცნო. მხარეები დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დაცვის მხარე სადაოდ და დაუშვებლად მიიჩნევს საქმეში პროკურატურის მტკიცებულებებს, მათ შორის დაკავების, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებს და ექსპერტიზის დასკვნებს. დაცვის მხარის მტკიცებით, ჩხრეკა არ ჩატარებულა ბიზნესმენის იმ საცხოვრებელ სახლში, რომელიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა შემოწმებულიყო. ადვოკატების განცხადებით ჩხრეკა იყო უკანონო.  ბრალდების მხარემ უპასუხა ჩრეკისა და სასამართლოს განჩინების შესახებ ადვოკატების შენიშვნეს. პროკურორის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს არც ადვოკატს და არც ბრალდებულს შენიშვნა არ დაუფიქსირებია. ასევე ადვოკატს კანონით დადგენილ ვადაში სასამართლო განჩინება არ გაუსაჩივრებია.  შესაბამისად, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გალიფ ოზთურქის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის და ბიზნესმენის დაკავების ოქმების დაუშვებლობის საფუძველი არ არსებობს.  გამოძიება თურქ ბიზნესმენს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა- მოხმარებას ედავება. გამოძიების მტკიცებით აღნიშნულ ნივთიერებებს ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში