პირი, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულები შეიფარა 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

21 სექტემბერი 2022, 12:57 601 ნახვა

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის გასამართლებულების შეფარებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიიღო.

ბრალდებულ ირაკლი ბიბილეიშვილს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი